2023-2024 სასწავლო წლის რეგისტრაცია დაიწყება 18 სექტემბერს 11:00 საათიდან

მოსწავლე სასახლეში რეგისტრირებულად ითვლება შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების ატვირთვისა და რეგისტრაციის საფასურის გადახდის შემდეგ. 

ბენეფიციართა რეგისტრაციის წლიური საფასური შეადგენს 25 ლარს და ხელშეკრულება ფორმდება ფასიან სერვისებზე ინდივიდუალურად, სასწავლო კურსის ვადის და პირობების გათვალისწინებით. 

Რეგისტრაციამდე აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ:   

ეროვნულ სასახლეში რეგისტრაცია ხორციელდება ონლაინ რეჟიმში და საჭიროა შემდეგი  დოკუმენტაცია:

1. არასრულწლოვნის შემთვევაში - მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;

2. სრულწლოვნის შემთხვევაში - მოსწავლის პირადობის მოწმობის ასლი;

3. ქორეოგრაფიული წრის არჩევის შემთხვევაში სავალდებულოა მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობის წარმოდგენა. ჯანმრთელობის ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მოსწავლის ფიზიკურ მდგომარეობაზე პასუხს აგებს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

შეღავათებით მოსარგებლეთათვის, გარდა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციისა, საჭიროა დამატებით საბუთები:

1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეებისათვის - ახალი  ამონაწერი სოციალურად დაუცველის შესახებ   მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. (70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით);

2. მრავალშვილიანი ოჯახების შვილებისთვის აუცილებელია მრავალშვილიანობის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა (ცნობას გასცემს იუსტიციის სახლის მომსახურების სააგენტო);

3. შშმ პირებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან  შშმ-ის დამადასტურებელი ცნობა;

4. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა შვილები წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტს.

ეროვნულ სასახლეში მოქმედი საშეღავათო პირობები:

ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში“ 18 წლამდე პირები თავისუფლდებიან ფასიანი წრეების ყოველთვიური გადასახადისგან (არაუმეტეს 3 წრე) და ერთჯერადი მომსახურებისგან (გარდა სააბიტურიენტო მოსამზადებელი ჯგუფებისა და ინდივიდუალური მომზადებისა):

  • საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახის მოზარდები და ახალგაზრდები, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს არაუმეტეს 70 000 (სამოცდაათიათასი). ასევე ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებისას დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა შვილები. მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1200 (ათასორასი) მოსწავლეს;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვები;
  • სასახლეში შემოსული მოსწავლეები, რომლებიც  სწავლობენ  მხოლოდ „ამერიკულ კუთხეში“, გათავისუფლებულნი არიან სარეგისტრაციო საფასურის გადასახადისაგან  და ექვემდებარებიან განსხვავებული წესით რეგისტრაციას;
  • თანამშრომელთა შვილები და შვილიშვილები;
  • სასახლის საგნობრივი და საშემსრულებლო მიმართულების ხელმძღვანელების წარდგინების შემთხვევაში სწავლის საფასურისგან შეიძლება გათავისუფლდნენ განსაკუთრებული სწავლის ნიჭით გამორჩეული მოსწავლეები, რაზეც გადაწყვეტილებას მიიღებს სასახლის დირექტორი. მიმართულების ხელმძღვანელს უფლება ექნება წლის განმავლობაში დირექტორს წარუდგინოს 30 მოსწავლე. ასევე სწავლის საფასურისგან გათავისუფლების გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს დირექციის მიერ დამოუკიდებლად, სასახლეში შემოსული განაცხადის საფუძველზე. ამ შემთხვევაში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წლის განმავლობაში 20 მოსწავლეს;
     

შენიშვნა: საშეღავათო პირობები, რომელიც ეხება სოციალურად დაუცველი მოსწავლეების გათავისუფლებას ფასიან წრეებზე არსებული ყოველთვიური გადასახადისაგან არ ვრცელდება მოსწავლეების მომსახურების იმ ნაწილზე, რომელიც ფინანსდება ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N 72-137 დადგენილების პირველი მუხლის “ე” პუნქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად .


გაითვალისწინეთ!  

ეროვნულ სასახლეში მიმდინარე სარესტავრაციო - სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი სხვადასხვა ფორმით -ადგილზე, დისტანციურად და ჰიბრიდულად წარიმართება.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დახურულია დარბაზების/სივრცეების ნაწილი. შესაბამისად, რეაბილიტაციის ვადის პერიოდში, ფასიანი და შეღავათებით მოსარგებლეთა რაოდენობა ჯგუფებში შეზღუდულია.

Დამატებითი Კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:  სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე:
(+995) 599 899 755
(+995 32) 298 40 44
(+995 32) 299 80 88