კითხვა-პასუხი

როგორ დავარეგისტრირო სასახლეში მოსწავლე?

ეროვნული სასახლის წრეებსა და კლუბებში მოსწავლის რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში, ეროვნული სასახლის ვებ-გვერდიდან:

https://www.registration.youthpalace.ge


რა საბუთებია საჭირო სასახლის წრეებზე რეგისტრაციისთვის?

მოსწავლის რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;
  2. მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  3. ქორეოგრაფიული, მუსიკალური ან სპორტული წრის არჩევის შემთხვევაში სავალდებულოა მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობის წარმოდგენა. ჯანმრთელობის ცნობის არ ქონის შემთხვევაში, მოსწავლის ფიზიკურ მდგომარეობაზე პასუხს აგებს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
  4. სოც. დაუცველი ოჯახების მოსწავლეებისათვის – ახალი ამონაწერი სოციალურად დაუცველის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. (70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით);
  5. მრავალშვილიანი ოჯახების შვილებისთვის აუცილებელია მრავალშვილიანობის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა (ცნობას გასცემს იუსტიციის სახლის მომსახურეობის სააგენტო);
  6. შშმ პირებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან შშმ-ის დამატასტურებელი ცნობა;
  7. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა შვილები წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტს;
  8. წლიური სარეგისტრაციო საფასურის საგადასახადო დავალება (ქვითარი).


როგორ გადავიხადო რეგისტრაციის ღირებულება?

საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების სახაზინო კოდი: 74327 7499
დანიშნულება – (მიუთითეთ მოსწავლის პირადი ნომერი) რეგისტრაციის ღირებულება.
თანხა – 25 ლარი


როდის სრულდება რეგისტრაცია?

ეროვნულ სასახლეში მოსწავლეთა რეგისტრაცია გაგრძელდება არსებული ვაკანტური ადგილების შევსებამდე.


მოუწევთ თუ არა ხელახალი რეგისტრაცია მოსწავლეებს, რომლებიც უკვე არიან სასახლის ბენეფიციარები? ამ შემთხვევაში, დაგვჭირდება თუ არა საბუთების ხელახლა შემოტანა?

მოსწავლეთა რეგისტრაცია სავალდებულოა ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყებისას, თუმცა ეროვნული სასახლის ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულ მოსწავლეს დოკუმენტების წარმოდგენა ხელმეორედ არ ესაჭიროება, გარდა სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების ცნობისა (სარეიტინგო ქულა არაუმეტეს 70 000).


რა ასაკის მოსწავლეებს იღებთ სასახლეში?

სასახლე იღებს მსურველებს 6 წლამდე ასაკიდან. გამონაკლისის სახით, პედაგოგისა და ფსიქოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე, სახელოვნებო წრეებზე დასაშვებია სკოლამდელი, 4-5 წლის ასაკის მოსწავლის მიღება.


გვაინტერესებს ინფორმაცია სასახლის უფასო და ფასიანი წრეების შესახებ

უფასო და ფასიანი წრეების სრულ ჩამონათვალს ეროვნული სასახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაეცნობით:
2021-2022 სასწავლო წელი – ეროვნული სასახლე (youthpalace.ge)


კვირაში რამდენჯერ ტარდება მეცადინეობები?

მეცადინეობა კვირაში ორჯერ ტარდება.


რომელ დღეებში იქნება გაკვეთილები?

მეცადინეობების დროისა და გრაფიკის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ცხელი ხაზის ან კონკრეტული მიმართულების ხელმძღვანელის საშუალებით.


შესაძლებელია თუ არა სწავლის დაწყებამდე გავესაუბროთ პედაგოგს?

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლებელია პედაგოგთან პირადი კონსულტაციის გავლა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელია პედაგოგთან მხოლოდ სატელეფონო კონსულტაცია.


მაქსიმუმ, რამდენი წრის არჩევა შეუძლია მოსწავლეს?

სარეგისტრაციო წლიური საფასურის გადახდისა და კონკრეტული მიმართულებაზე დადგენილი სწავლის საფასურის გადახდის შემთხვევაში, მოსწავლეს ეძლევა უფლება აირჩიოს მისთვის სასურველი წრეების რაოდენობა შეუზღუდავად. თუმცა საშეღავათო სტატუსით მოსარგებლეებს უფლება აქვთ აირჩიონ მხოლოდ 3 წრე.


რა შეღავათებით სარგებლობენ მოსწავლეები (სოციალურად დაუცველთა ოჯახის შვილები, მეორე და მომდევნო ბავშვი და სხვ.)?

ახალგაზრდები, რომელთა ოჯახები დარეგისტრირებული არიან საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენს არაუმეტეს 70 000-ს თავისუფლდებიან სარეგისტრაციო საფასურისა და ფასიანი წრის ყოველთვიური გადასახადისაგან. ასეთივე გადასახადებისგან თავისუფლდებიან მრავალშვილიანი ოჯახის შვილები, შშმ პირები, ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპული და უგზო – უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა შვილები ( გამონაკლისს წარმოადგენს სააბიტურიენტო და ინდივიდუალური მოსამზადებელი კურსი).


რა შეღავათებით სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის პირები?

შეზღუდული შესაძლებლობის პირები თავისუფლდებიან სარეგისტრაციო საფასურისა და ფასიანი წრის ყოველთვიური გადასახადისაგან. მათ აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ 3 წრე და მიიღონ მომსახურება სრულიად უფასოდ.


ეხებათ თუ არა შეღავათები გამორჩეულად ნიჭიერ მოსწავლეებს?

განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული მოსწავლე, მიმართულების ხელმძღვანელის წარდგინების შემთხვევაში, თავისუფლდება რეგისტრაციისა და ფასიან წრეებზე სწავლის საფასურისგან, რაზეც გადაწყვეტილებას იღებს სასახლის დირექტორი.


აუცილებელია თუ არა რეგისტრაციისას მოსწავლეს მშობელი მოჰყვეს?

გაითვალისწინეთ, რომ სასახლის სარეგისტრაციო სამსახურში გაიცემა საბანკო რეკვიზიტები რეგისტრაციისა და ფასიანი წრის საფასურის გადასახდელად, ასევე ფორმდება ხელშეკრულება ეროვნული სასახლის ადმინისტრაციასა და მშობელს /კანონიერ წარმომადგენელს შორის, რომელზეც ხელი მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მოაწეროს.


ფასიანია თუ არა დასწრება სასახლის თოჯინების თეატრის სპექტაკლებზე?

სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.