სოციალურად დაუცველი და სხვა შეღავათებით მოსარგებლე მოსწავლეების პირველადი რეგისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლისთვის

სოციალურად დაუცველი და სხვა შეღავათებით მოსარგებლე მოსწავლეების პირველადი რეგისტრაციისთვის აუცილებელია შესაბამისი, ვადიანი, დოკუმენტის ატვირთვა აღნიშნული ფორმის გამოყენებით. ვადაგასული დოკუმენტის ატვირთვის შემთხვევაში პირველადი რეგისტრაციის განაცხადი არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ მოსწავლის რეგისტრაცია მოხდება (გარდა ონლაინ რეგისტრაციისა) მხოლოდ 1-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით სასახლეში. სარეგისტრაციოდ საჭიროა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი განახლებული დოკუმენტების წარმოდგენა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, სოციალურად დაუცველი და სხვა შეღავათებით მოსარგებლე მოსწავლეების რაოდენობა შეზღუდულია. აღნიშნული ფორმა არ არის საბოლოო რეგისტრაციისთვის განკუთვნილი. მოსწავლეების ჯგუფებში განაწილებისა და რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით, ეროვნული სასახლის სარეგისტრაციო სამსახური დაგიკავშირდებათ.


ფაილების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5mb-ს



დამატებითი ინფორმაციის მიღებისთვის, გთხოვთ დარეკოთ ეროვნული სასახლის ცხელ ხაზზე:
(+995 32) 298 40 44
(+995 32) 299 80 88
599 899 755

ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ ონლაინ რეგისტრაციით სარგებლობისას, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით პირობას, დაამუშავოს სასახლემ თქვენს მიერ მოწოდებული და მასთან დაკავშირებული ყველა და ნებისმიერი საჭირო პერსონალური ინფორმაცია. ა(ა)იპ „მოწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“ თავისი საქმიანობის დროს ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის პირადი მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად. სასახლე ვალდებულია შეინახოს და დაიცვას პერსონალური ინფორმაცია გამჟღავნებისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ინფორმაცია გადაეცემა უფლებამოსილ პირს, რომელსაც აქვს ლეგიტიმური მიზეზი, ფლობდეს მას.

ვადასტურებ ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეს