სოციალურად დაუცველი და სხვა შეღავათებით მოსარგებლე მოსწავლეების პირველადი რეგისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლისთვის

ეროვნული სასახლის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ სოციალური და სხვა საშეღავათო პირობებით მოსარგებლე მოსწავლეთათვის, სარეგისტრაციოდ განსაზღვრული რაოდენობა შეივსო. ამ ეტაპზე რეგისტრაცია დროებით შეჩერებულია.

ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ, გადაიხედება თავისუფალი ადგილების რაოდენობა და შესაძლებლობის შესაბამისად დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას ეროვნული სასახლის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და FACEBOOK გვერდზე!

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე, სამუშაო დღეებში 12-დან 17 საათამდე:
(+995 32) 298 40 44;
(+995 32) 299 80 88;
(+995) 599 899 755.