კითხვა-პასუხი

 

როგორ დავარეგისტრირო სასახლეში მოსწავლე?

გაცნობებთ, რომ COVID 19-ის რეგულაციებისა და ამასთან ერთად, ეროვნულ სასახლეში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, ჯგუფებში მოსწავლეთა და მათ შორის საშეღავათო სტატუსის მქონე პირთა მომსახურების რაოდენობა შეზღუდულია.

2020-2021 სასწავლო წლისთვის ეროვნულ სასახლეში მოსწავლეთა ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება 01 სექტემბრიდან და გაგრძელდება 30 სექტემბერის ჩათვლით სასახლის ვებგვერდიდან (ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ საბუთები უნდა წარმოადგინოთ სასახლეში 1-დან 10 ოქტომბრამდე).
http://www.registration.youthpalace.ge/

მატერიალური ფორმით (სასახლეში ფიზიკურად მოსვლა) სასახლეში რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 1-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 12-დან 17 საათამდე.
სოციალურად დაუცველი და სხვა შეღავათებით მოსარგებლე მოსწავლის რეგისტრაცია მოხდება მხოლოდ 1-დან 10 ოქტომბრის პერიოდში სასახლეში. სარეგისტრაციოდ საჭიროა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი განახლებული ცნობის და სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტების წარმოდგენა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სასახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და Facebook გვერდზე:
www.youthpalace.ge
https://www.facebook.com/nationalyouthpalace/
ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონით, სამუშაო დღეებში 12-დან 17 საათამდე:
(+995 32) 298 40 44
(+995 32) 299 80 88
(+995) 599 899 755

 

რა საბუთებია საჭირო სასახლის წრეებზე რეგისტრაციისთვის?

მოსწავლის რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;
  2. მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  3. ქორეოგრაფიული, მუსიკალური ან სპორტული წრის არჩევის შემთხვევაში სავალდებულოა მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობის წარმოდგენა. ჯანმრთელობის ცნობის არ ქონის შემთხვევაში, მოსწავლის ფიზიკურ მდგომარეობაზე პასუხს აგებს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
  4. 1 ფოტოსურათი (3Х4);
  5. სოც. დაუცველი ოჯახების მოსწავლეებისათვის – ახალი ამონაწერი სოციალურად დაუცველის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. (70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით);
  6. მრავალშვილიანი ოჯახების შვილებისთვის აუცილებელია მრავალშვილიანობის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა (ცნობას გასცემს იუსტიციის სახლის მომსახურეობის სააგენტო);
  7. შშმ პირებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან შშმ-ის დამატასტურებელი ცნობა;
  8. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა შვილები წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტს;
  9. წლიური სარეგისტრაციო საფასურის საგადასახადო დავალება (ქვითარი).

როდის სრულდება რეგისტრაცია?

ონლაინ რეგისტრაცია მიმდინარეობს 2020 წლის 01 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით. მატერიალური ფორმით (სასახლეში ფიზიკურად მოსვლა) სასახლეში რეგისტრაცია, კი შესაძლებელია 1-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 12-დან 17 საათამდე.

სოციალურად დაუცველი და სხვა შეღავათებით მოსარგებლე მოსწავლის რეგისტრაცია მოხდება მხოლოდ 1-დან 10 ოქტომბრის პერიოდში სასახლეში. სარეგისტრაციოდ საჭიროა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი განახლებული ცნობის და სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტების წარმოდგენა.

 

მოუწევთ თუ არა ხელახალი რეგისტრაცია მოსწავლეებს, რომლებიც უკვე არიან სასახლის ბენეფიციარები? ამ შემთხვევაში, დაგვჭირდება თუ არა საბუთების ხელახლა შემოტანა?

მოსწავლეთა რეგისტრაცია სავალდებულოა ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყებისას, თუმცა ეროვნული სასახლის ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულ მოსწავლეს დოკუმენტების წარმოდგენა ხელმეორედ არ ესაჭიროება, გარდა სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების ცნობისა (სარეიტინგო ქულა არაუმეტეს 70 000).

 

რა ასაკის ბავშვებს იღებთ სასახლეში?

სასახლე იღებს 6-26 წლამდე ასაკის მოსწავლეებს. გამონაკლისის სახით, პედაგოგისა და ფსიქოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე, სახელოვნებო წრეებზე დასაშვებია სკოლამდელი, 4-5 წლის ასაკის მოსწავლის მიღება.

 

გვაინტერესებს ინფორმაცია სასახლის უფასო და ფასიანი წრეების შესახებ

უფასო და ფასიანი წრეების სრულ ჩამონათვალს ეროვნული სასახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაეცნობით.
http://youthpalace.ge/2020-2021/

 

კვირაში რამდენჯერ ტარდება მეცადინეობები?

მეცადინეობა კვირაში ორჯერ ტარდება, თუმცა (covid19-ის რეგულაციების გათვალისწინებით)შესაძლებელია ონლაინ ჩატარდეს კვირაში 1 გაკვეთილი ან/და ზამთრის სეზონზე სასახლე სრულად გადავიდეს ონლაინ სწავლებაზე.

 

რომელ დღეებში იქნება გაკვეთილები?

მეცადინეობების დროისა და გრაფიკის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ცხელი ხაზის ან კონკრეტული მიმართულების ხელმძღვანელის საშუალებით.

 

შესაძლებელია თუ არა სწავლის დაწყებამდე გავესაუბროთ პედაგოგს?

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლებელია პედაგოგთან პირადი კონსულტაციის გავლა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელია პედაგოგთან მხოლოდ სატელეფონო კონსულტაცია.

 

მაქსიმუმ, რამდენი წრის არჩევა შეუძლია მოსწავლეს?

სარეგისტრაციო წლიური საფასურის გადახდისა და კონკრეტული მიმართულებაზე დადგენილი სწავლის საფასურის გადახდის შემთხვევაში, მოსწავლეს ეძლევა უფლება აირჩიოს მისთვის სასურველი წრეების რაოდენობა შეუზღუდავად. თუმცა საშეღავათო სტატუსით მოსარგებლეებს უფლება აქვთ აირჩიონ მხოლოდ 3 წრე.

 

რა შეღავათებით სარგებლობენ მოსწავლეები (სოციალურად დაუცველთა ოჯახის შვილები, მეორე და მომდევნო ბავშვი და სხვ.)?

ახალგაზრდები, რომელთა ოჯახები დარეგისტრირებული არიან საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენს არაუმეტეს 70 000-ს თავისუფლდებიან სარეგისტრაციო საფასურისა და ფასიანი წრის ყოველთვიური გადასახადისაგან. ასეთივე გადასახადებისგან თავისუფლდებიან მრავალშვილიანი ოჯახის შვილები, შშმ პირები, ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპული და უგზო – უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა შვილები ( გამონაკლისს წარმოადგენს სააბიტურიენტო და ინდივიდუალური მოსამზადებელი კურსი).

 

რა შეღავათებით სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის პირები?

შეზღუდული შესაძლებლობის პირები თავისუფლდებიან სარეგისტრაციო საფასურისა და ფასიანი წრის ყოველთვიური გადასახადისაგან. მათ აქვთ შესაძლებლოიბა აირჩიონ 3 წრე და მიიღონ მომსახურება სრულიად უფასოდ.

 

ეხებათ თუ არა შეღავათები გამორჩეულად ნიჭიერ მოსწავლეებს?

განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული მოსწავლე, მიმართულების ხელმძღვანელის წარდგინების შემთხვევაში, თავისუფლდება რეგისტრაციისა და ფასიან წრეებზე სწავლის საფასურისგან, რაზეც გადაწყვეტილებას იღებს სასახლის დირექტორი.

 

აუცილებელია თუ არა რეგისტრაციისას მოსწავლეს მშობელი მოჰყვეს?

გაითვალისწინეთ, რომ სასახლის სარეგისტრაციო სამსახურში გაიცემა საბანკო რეკვიზიტები რეგისტრაციისა და ფასიანი წრის საფასურის გადასახდელად, ასევე ფორმდება ხელშეკრულება ეროვნული სასახლის ადმინისტრაციასა და მშობელს /კანონიერ წარმომადგენელს შორის, რომელზეც ხელი მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მოაწეროს.

 

ფასიანია თუ არა დასწრება სასახლის თოჯინების თეატრის სპექტაკლებზე?

სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.